17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა - არასამთავრობოები 12 მაისის სპეცოპერაციაზე საუბრობენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 12 მაისს ღამით ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას ეხმიანებიან და პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ.

მომხდარიდან გამომდიანრე სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას:

"დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია; ასევე, 
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე; მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს."- გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია. 

დღის ამბები