17 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
10-დღიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია თავისუფალია

10-დღიანი პატიმრობის შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია თავისუფალია. განყოფილებასთან მას პარტიის წარმომადგენლები და ახლობლები დახვდნენ.

იაგო ხვიჩიას პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებდნენ.

„გირჩის“ წევრებმა მაისის დასაწყისში სამართალდამცავების მიერ ერთი პირის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ნარკოშემოწმებაზე გადაჰყავდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

 

დღის ამბები