17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი "- რუთაველის გამზირზე "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქცია განახლდა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია იწყება. როგორც აქციის მონაწილეები  ამბობენ, ისინი პოლიციური სისტემის დანგრევის მიზეზით გამოვიდნენ ქუჩაში. მათი მთავარი მოთხოვნა კი პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას მფარველობით დაინერგა საქართველოში  პოლიციური მმართველობა. 

„ჩვენ პრობლემას ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოში და პოლიციურ მმართველობაში, რომელიც ამ ქვეყანაში წლები არის დგას უმთავრეს პრობლემად. 12 მაისის ღამის დარბევაც იყო სწორედ პოლიციური სახელმწიფოს გამოვლინება და დაშინების მცდელობა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ  და საზოგადოების მიმართ. ზოგადად ძალის დემონსტრირება, რამაც მასიურად გამოიწვია ადამიანების უფლებების შელახვა. ნარკოპოლიტიკა  საქართველოში ეს არის პოლიციური სისტემის დანამატი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს პოლიციური სისტემა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად,“-განაცხადა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრმა ბექა წიქარიშვილმა

აქციაზე მყოფილი პირები ამბობენ, რომ კლუბების დარბევა არ ემსახურებოდა ნარკორეალიზაყორების დაკავებას. ბაია პატარაიას თქმით ნარკოტიკებით მოვაჭრეთა აყვანა ყველას ინტერესში შედის.

"მათ ნარკორეალიზატორების დასაკავებლად არ დაარბიეს კლუბები.კლუბები დაარბიეს ადამიანების დასაშინებლად, ჩვენს დასაშინებლად და ჩვენ ამას არ მოვითმენთ,"-განაცხადა ბაია პატარაიამ.  

დღის ამბები