17 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ქვეწარმავლები კახეთის ერთ-ერთ სკოლაში - კლასში შესულ გველებს მოსწავლეები კლავენ

კახეთში, სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის პარალელურად, ქვეწარმავლებს ებრძვიან. ხშირად მოსწავლეები საკლასო ოთახსა და ეზოში შესულ გველს საკუთარი ხელით კლავენ. სახიფათო ბრძოლა პედაგოგების თვალწინ მიმდინარეობს.

სკოლის დირექციამ საკუთარი ძალებით სკოლის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური სითხით დაამუშავა, რამაც პრობლემას ვერ უშველა.

სოფლის ამბულატორიაში შესაბამისი ვაქცინა არ მოიპოვება. სოფელში იხსენებენ, რომ ქვეწარმავლის მიერ დაკბენილი ადამიანი მუნიციპალურ საავადმყოფოში ჩაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

სკოლაში გველების შეღწევის ერთ-ერთი მიზეზი მოუწესრიგებელი სპორტდარბაზია. დარბაზში დაზიანებულია იატაკი და კედლები. ჩამსხვრეული ფანჯრები.

სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი რესურსცენტრი და განათლების სამინისტრო.

ავტორები: თაკო სურგულაძე, ია გულიაშვილი.

დღის ამბები