17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს-მათი ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

ნეონაცისტური ჯგუფის წევრების ერთი ნაწილი, რომელიც ლონდონის პარკში იმყოფებოდა, ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს. როგორც თავად ამბობენ, რუსთაველის გამზირი "თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.

პოლიციის კორდონის გარღვევამდე მათ ჯავახიშვილის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციას ზვიად გამსახურდიას მომხრეები შეუერთდნენ. 

ნეონაცისტური ჯგუფის იგივე საქართველოს ეროვნული ერთობის წევრებისს მეორე ნაწილი კვლავ ლონდონის პარკში რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები