17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რუსთაველზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ტერიტორია ავტობუსების მეშვეობით დატოვეს 

შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვის შემდეგ რუსთაველზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

აქციის მონაწილეების მშვიდობიანად დაშლის და მათი უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, პარლამენტის ეზოს კარი გაიღო. აქ მათთვის განთავსებული იყო რამდენიმე ავტობუსი, რისი მეშვეობითაც აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გავიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პროცესის დასრულებამდე ადგილზე იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები