ოფიციალური განცხადებების შემდეგ, რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და ხელისუფლების წარმომადგენელებს შორის შეხვედრა კამერების გარეშე, პარლამენტის ეზოში გაგრძელდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, შეთანხმდა დღეს დაგეგმილი შეხვედრის დეტალები.
საუბარს კახი კალაძისა და გიორგი გახარიას გარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ.
სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები კანონში და მოახდინოს საბოლოოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.
შეხვედრისა და საუბრის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.