საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, კონტრაქციის მონაწილეებსაც შეხვდა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული მარშის“ ლიდერებთან მიღწეული იყო შეთანხმება და ისინი სამართალდამცველებს მოვალეობების შესრულების საშუალებას მისცემენ, თუმცა შეხვედრის მიუხედავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან მოგვიანებით ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.
კონტრაქციის წევრების აგრესიის გამო რუსთაველის გამზირზე
წყლის ჭავლისმტყორცნი მანქანების პარალელურად სპეცრაზმი გამოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ორი მიმართულებით განთავსდნენ. სპეცრაზმი თავისუფლების მოედნისა და ვარდების მოედნის მხრიდან იყვნენ მობილიზებულები, სწორედ იქ საიდანაც ნეონაცისტური ჯგუფები იყვენ შეკრებილები.
რუსთაველზე მიიტანეს ცრემლსადენი კაფსულებიც. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ სპეცსაშუალებების გამოყენება საჭირო არ გამხდარა.