მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ, სადაც „ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცველებმა 10-მდე ადამიანი დააკავეს.
თითქმის მთელი ღამის განმავლობაში რთული ვითარება იყო.
„ქართული მარში“ მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას ცდილობენ.
ისინი სამართალდამცველებს ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. დაპირისპირების მიუხედავად პოლიციამ ქართულ მარშს აქციის წევრებთან მიახლოების საშუალება მაინც არ მისცა.
შეხლა-შემოხლის შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი.