17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია" - ე.წ. "ქართული მარში" აქციას აანონსებს

ე.წ. „ქართული მარში“ შეკრებას კიდევ ერთხელ გეგმავს. ისინი დღეს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ.

„დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზევიდან და გარედან კარნახით ქვეყნის მართვა იქნება დაუშვებელი. კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა ვთქვა, მხარს ვუწერ შს სამინისტროს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას. ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაცია. 6 საათზე ფილარმონიასთან ვიკრიბებით, ეს აქცია ძალაში, მაგრამ ახლა ახალი მოცემულობაა და გადავხედავთ რა ფორმით ჩატარდება ეს აქცია,“-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიამ.

"ქართული მარშის" წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან გვიან ღამით დასრულდა. ისინი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს.

დღის ამბები