17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აქციის მონაწილეებმა, რომ დაიშალნენ - ნინო ლომჯარია

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას თქმით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მობილიზებული იყო ძალადობრივი ჯგუფი, რაც მისი რუსთაველზე მისვლის მიზეზი გახდა.

ომბუდსმენმა  "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებას დაშლის შესახებ, სწორი უწოდა.

„უზრუნველყოფილი იქნა მშვიდობიანი გამოხატვა და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აქციის მონაწილეებმა, რომ დაიშალნენ. ვფიქრობ რომ მოთხოვნები კონკრეტულ შედეგებზე უნდა იქნას ორიენტირებული. კონკრეტული ცვლილებების და რეფორმების გატარება უნდა გახდეს მოთხოვნები.

კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან მოწოდებები იყო ძალადობრივი, მოწოდებები იყო ძალადობრივ დაპირისპირებაზე, რაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. ამიტომ ჩემი მოსვლის მიზანიც იყო ის, რომ მე დავინახე, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყო მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფი,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები