17 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
"უკვე გავიდა 48 საათი და მეტიც, ჩვენ კლუბში არ გვიშვებენ“ - "ბასიანის" მფლობელი

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები. შს სამინისტროში ზუსტ დროს არ აკონკრეტებენ.

5 კლუბი "კაფე გალერი," "როკი-ტი," ღამის კლუბი "მტკვარზე," "ბასიანი" და "მედ" სამართალდამცველებმა შაბათს, ერთი დღით დალუქეს.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ კლუბების დალუქვის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა მიმართა.

„კლუბის ტერიტორიაზე არიან ისევ პოლიციის თანამშრომლები და არ გვაძლევენ უფლებას, რომ შევიდეთ კლუბში.

როგორც განაცხადეს, ჩვენ 24 საათის შემდეგ შეგვეძლებოდა კლუბში შესვლა, თუმცა უკვე გავიდა 48 საათი და მეტიც, ჩვენ კლუბში არ გვიშვებენ“- აცხადებს კლუბ ”ბასიანის” მფლობელი ზვიად გელბახიანი.

დღის ამბები