საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ერთი საათით გადაიდო.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შს სამინისტროში ჯერჯერობით არ მისულან. არსებული ინფორმაციით, მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენლები უწყებაში 11:00 საათზე მივლენ.
წინასწარ არის ცნობილი ის საკითხები, რაზეც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს გეგმავს.
პირველი საკითხია, 12 მაისის მოვლენების - ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესწავლა და ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასჯა, რომელმაც სამოქალაქო სექტორის თქმით, ადამიანის უფლებები დაარღვია.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დღეიდან დაიწყება.