17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
შეხვედრა შს მინისტრთან არ დაწყებულა - "თეთრი ხმაური" სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დეტალებს ათანხმებს

10 საათისთვის დაანონსებული შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ამ დრომდე არ დაწყებულა.

თავდაპირველად შეხვედრამ 11:00 საათისთვის თავად „თეთრი ხმაურის" წარმომადგენლების მოთხოვნით გადაწია, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდა ამ დრომდე ცარიელია.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე ადგილზეა და მეორე მხარის გადაწყვეტილებას ელოდება.

სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკების მაგიდასთან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, კრიმინალური პოლიცის დეპარტამენტის დირექტორი ლადო ბორცვაძე და იურიდიული დეპარტამენტის ბექა დოჭვირი.

არასამთავრობოების მხრიდან მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან ბექა წიქარიშვილი და დავით სუბელიანი, ასევე EMC-ის ხელმძღვანელი სოფო ვერძული და სახალხო დამცველი.  

რაც შეეხება თეთრ ხმაურს, გუშინ მოძრაობაში ურთიერთსაპირისპირო განცხადებები კეთდებოდა. დღეს კი ორივე მხარე, ბექა წიქარიშვილიც და დავით სუბელიანიც სამინისტროს შენობასთან იმყოფებიან და მოლაპარაკების დაწყებამდე სავარაუდოდ, ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ შს მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებს 12 მაისის სპეცოპერაცია უნდა განეხილათ. შს მინისტრიც მზად იყო განეხილა სპეცოპერაციისას სამართალდამცველების ქმედება და შესაძლო გადაცდომის შემთხვევაში დამნაშავეებიც დასჯილიყვნენ. დღესვე უნდა განხილულიყო ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხი.

თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე,  „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული საკითხები არ განიხილება და მხოლოდ ტექნიკური დეტალები შეთანხმდება.

„ჩვენ პირველ რიგში ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელ გუნდთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართული ჯერ შეთანხმებული არ არის, ამიტომ ეს არის პრინციპული ამბავი, რომ გვქონდეს საზოგადოებასთან საუბრის ლეგიტიმაცია.

ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალციის თავიდან აცილების მიზნით და მეტ კომპრომისზე ვეღარ წავალთ,“-ამბობს ბექა წიქარიშვილი.

დღის ამბები