17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ნარკოტრაფიკის აღკვეთა - ფინანსთა მინისტრმა მებაჟეები დააჯილდოვა

ფინანსთა მინისტრმა ის მებაჟეები დააჯილდოვა, რომლებმაც ბოლო დღეებში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

მამუკა ბახტაძემ მათ გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

ერთ-ერთი ბოლო ფაქტი კარწახის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა, სადაც მებაჟეებმა 1400 აბი ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსი ამოიღეს.

„ეს ნათლად მიუთითებს ერთის მხრივ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, მაგრამ მეორეს მხრივ მიუთითებს იმ  პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტზე რომელიც არის ჩვენს უწყებებში, რომელიც დაკავებულები არიან ნარკოტრაფიკის გამოვლენის გამოვლენით“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები