"ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზატორები და ნარკორეალიზაცია არიან ჩვენი პრობლემა. მაშინ, როდესაც შს სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შს სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი.“-ამის შესახებ არასამთავრობოებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა.
გახარიას იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც კლუბებში სპეცრაზმის შესვლის აუცილებლობა დადგა.
მინისტრის განცხადებით, უწყებას ჰქონდა 20 საკონტროლო შესყიდვა, რომელიც განხორციელდა კლუბების ტერიტორიაზე და ასევე , როგორც შს მინისტრი ამბობს, ბოლო პერიოდში კლუბებში განსაკუთრებით გაიზარდა სასწრაფო დახმარებების გამოძახება.
„შს სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული სხვა და სხვა კლუბებში 20 შემთხვევა. ბოლო 14 დღის განმავლობაში 112 გამოძახება გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაშ იყო 48 და სწორედ ამიტომ შს სამინისტრო იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“-განაცხადა გახარიამ.
მინისტრის თქმით, ის მზად არის არასამთავრობოებთან ერთად მოიკვლიოს ჰქონდა თუ არა კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას ადგილი ძალადობასა და უფლებამოსილების გადაჭარბებას. გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც სახალხო დამცველის ოფისს და არც კრიმინალურ პოლიციას მსგავსი დანაშაულის ფაქტი არ აქვთ დაფიქსირებული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი და კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, დავპირდი სტუმრებს, რომ მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ, იყო თუ არა უფლებამოსილების გადამეტება. არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის“-განაცხადა მინისტრმა.