12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და შემდგომ განვითარებული მოვლენები, იტალიის ელჩმა შეაფასა.
დიპლომატის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში, ძალადობის ნაცვლად, კანონის უზენაესობა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული.
„კულტურა და განათლება არის ახალგაზრდობისთვის საზრდო, რომ მიეცეთ მათ პერსპექტივა. ახალგაზრდები უნდა დავუახლოვოთ უნივერსალურ ღირებულებებს. დემოკრატიაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში.
"შესაძლებელია ყველანაირი პოზიციის გამოხატვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს სათანადო ფორმით. ასე რომ აქციის ჩატარება შეიძლება, თუმცა ძალადობა არის ის, რაც დემოკრატიაში თავიდან უნდა ავიცილოთ,“ - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლმა.