17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ბრალდების მხარემ მტკიცებულებებს გამოკვლევა დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილ ნივთმტკიცებებს შორის იყო რამდენიმე მოწმის ტანსაცმელიც.

დაცვის მხარის მტკიცებით, ერთ-ერთი მოწმის მაისურზე აღმოჩნდა გარდაცვლილი სარალიძის სისხლი, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ ამ დეტალის მიუხედავად ბრალდების შინაარსი არ იცვლება და არ ფართოვდება ბრალდებულ პირთა წრე.

მომდევნო სხდომაზე უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგენს დამოუკიდებელი ექპსერტიზის დასკვნას.

„დაცვის მხარე აპირებს, რომ რამდენიმე სხდომის შემდეგ სასამართლოში წარმოადგინოს უკვე ახალი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც  პასუხი იქნება გაცემული კითხვაზე თუ რამდენი სხვადასხვა დანით არის ჭრილობები მიყენებული დავით სალარიძის სხეულზე,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

პარალელურად ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აპირებს თავიდან ჩაუტაროს ექსპერტიზა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ნივთმტკიცებულებებს.

დღის ამბები