"რუსთავი 2"-ის მაყურებელს დღეს "მხოლოდ ქართულის" მორიგი ლაივკონცერტი ელოდება. კონკურსანტები სიმღერებს ქართული ანიმაციური ფილმებიდან შეასრულებენ.
საკუთარ შესაძლებლობებს 8 ახალგაზრდა მუსიკოსი რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოაჩენს.
"მხოლოდ ქართულის" დღევანდელი კონცერტი კი "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება.