„ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანია“- ამ სახელწოდების სემინარი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის გაიმართა.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული სიახლეები საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო.
ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.
„ეს უკავშირდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტებთან. ჩვენ დღეს ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, როგორც პოლიტიკურად ასევე სექტორული ინტეგრაციის და სავაჭრო ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.