ტიციანის ცნობილი ნამუშევარი ”მადონა ყრმით” საქართველოს ეროვნულ გალერეაშია და ხვალიდან მისი ნახვა დამთვალიერებელს უკვე შეეძლება.
ტიციანის ტილო საქართველოში რამდენიმე თვე დარჩება. პროექტის ფარგლებში ეროვნულ გალერეაში რენესანსის და ბაროკოს დიდოსტატების და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება.
ექსპოზიცია სახელწოდებით - დიდი იტალიური ხელოვნება საქართვეოლოში, წლის ბოლომდე გაგრძელდება.