17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
"მივდივართ მემორიალთან, გადავიხდით პარაკლისს, რომ ის სიბინძურე, რაც იქ ხდებოდა, გაიწმინდოს" - "ქართული მარში" მსვლელობისთვის ემზადება

ამ წუთებში ე.წ. "ქართული მარშის" წევრები ფილარმონიასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობამდე, მსვლელობას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  მათთვის მიუღებელია ის მოთხოვნები, რაც აქცია -„შენი თავისუფლებისთვის!“ მონაწილეებს ჰქონდათ. მარშელები ასევე აცხადებენ,  რომ არ მოეწონათ ცეკვით გამოხატული პროტესტი და გოგონა 9 აპრილის მემორიალზე.

„თითოეული ჩვენგანი შეურაცხყოფილები ვართ იმ შეურაცხყოფით რომელიც მათ მიაყენეს 9 აპრილს დაღუპულთა  მემორიალს, როდესაც სტრიპტიზი იცეკვეს იქ და ათასგვარი სისაძაგლე ჩაიდინეს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი დემონსტრაციით ყველას დავანახოთ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს იმ პოზიციას რაც ხდებოდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე. ახალგაზრდების გამოსვლას ჩვენ არასოდეს არ შევეწინააღმდეგებით მაგრამ აქ არის საქმე თუ რა ძალები გამოდიან. ეს იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალები,“-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი გაბედავა აცხადებს, რომ დღევანდელი მსვლელობა ნარკოპოლიტიკის პროპაგანდის წინააღმდეგ არის მიმართული. მისივე თქმით 9 აპრილის მემორიალთან დღეს პარაკლისს გადაიხდიან, რათა განიწმინდოს ის ადგილი. 

„მივდივართ მემორიალთან უნდა დავანთოთ სანთლები. მოძღვრები გადაიხდიან პარაკლისს, რომ ის სიბინძურე რაც იქ ხდებოდა  გაიწმინდოს და ალბათ მერე სადმე ტაძარში წავალთ,“-განაცხადა გიორგი გაბედავამ.

 

დღის ამბები