დღეს, მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ მორიგი კონცერტი გაიმართება. „რუსთავი 2“-ის მაყურებელი დღეს სიმღერებს ქართული ანიმაციური ფილმებიდან მოისმენს.
ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობებით დღეს 8 კონკურსანტი შეეცდება.
რუსთაველი თეატრში დილიდან დაწყებულია სამზადისი. მეგაშოუ 9 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, დღეს პროექტს დატოვებს.