17 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
გახარიას ნაბიჯი - ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა ინსტრუქციებს ბერა ივანიშვილის სიმღერებიდან იღებს

"პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოვლენების სრული კრახი" - საქართველოს პრეზიდენტი დარბეული ღამის კლუბების საქმესა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციებს სამი დღის შემდეგ გამოეხმაურა. პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა. გიორგი მარგველაშვილმა ძალოვნებს მიანიშნა, რომ ნარკორეალიზატორები ხელისუფლების ზედა ეშელონები უნდა ეძებონ.

გიორგი მარგველაშვილს მალევე გამოეხმაურა მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით პრეზიდენტის ბრალდებები არაადეკვატურია. „ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ გიორგი მარგველაშვილი არ ფლობს სათანადო ინფორმაციას ნარკობიზნესზე და შესაბამისად მისი პრეტენზიებიც უსაფუძვლოა.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ისევ არაფორმალური მმართველობაა. ხელისუფლება მრავალათასიანი აქციის მონაწილეებთან დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკაზე ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი გამოქვეყნდა. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მთავრობა ცდილობს ბერას სიმღერებში ამოიკითხოს პოლიტიკური ინსტრუქციები.

დღის ამბები