კომპანია ას ჯორჯია მასშტაბურ მშენებლობას 15 ჰექტარზე უახლოეს მომავალში გეგმავს. პროექტ დირსის ხელმძღვანელები 2012 წელს აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებენ და დენდროლოგიური პარკის ნაცვლად, ბეტონის ცათამბჯენების აშენებას იწყებენ.
ჯერ კიდევ 2012 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა კომპანიას 150 ათასი კვადრატული ტერიტორია მხოლოდ სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად ერთ ლარად გადასცა. კომპანიას 3 მილიონ დოლარად დენდროლოგიური პარკი უნდა გაეშენებინა, რომელიც მოქალაქეების მოსასვენებელი და გასართობი ადგილი იქნებოდა.
კომპანიამ კახი კალაძეს სთხოვა, 2012 წელს აღებული ვალდებულება მოეხსნა და ტერიტორიაზე მასშტაბური მშენებლობა დაეწყო. თბილისის მოქმედმა მერმა ხელშეკრულება შეცვალა და ახლა მის დამტკიცებას საკრებულოსგან ელოდება. ახლა კომპანიამ 150 ათასი კვადრატული მეტრი ფართობიდანდან 75-ზე საცხოვრებელი კორპუსები უნდა ააშენოს, დანარჩენზე კი არა დენდროლოგიური, არამედ ჩვეულებრივი პარკი მოაწყოს.
ოპოზიცია თბილისის მერს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ერთ კონკრეტულ კომპანიასა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება საკრებულოს დეპუტატებისთვის სავარაუდო კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს.
ოპოზიცია სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.