საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ჩვენი თავისუფლების“ აქციაზე შს მინისტრის განცხადებებს და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თემაზე კანონპროექტის დამუშავების პროცესის დაწყებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს მოხდა ახლა მხოლოდ იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილმა კონკრეტული სიმღერით მთავრობას მითითებები მისცა.
„ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით. ბერა რაღაცას წაიმღერებს და უკანა თათებზე დგას მთელი სახელმწიფო აპარატი. მთელი პოლიცია, ე.წ. მინისტრები, ე.წ. პრემიერ-მინისტრი. ყველას ყურები აქვს დაცქვეტილი აბა, ბერამ მორიგი რა ავადმყოფური იმღერა. ეს ბერა კი არ არის, ეს არის ივანიშვილის. ეს არის სწორედ ის ოლიგარქი, რომელიც ურჩხულივით მოაჯდათ თავს და ახრჩობს თავისი მარწუხებით საქართველოს. მათშორის საქართველოს ახალგაზრდობას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბერა ივანიშვილის მორიგი ვიდე რგოლი გუშინ გავრცელდა. კლიპში მარიხუანას ლეგალიზებაზეა საუბარი.