17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში და სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტება - მომხდარის დეტალებზე მსჯელობას სპეციალური ჯგუფი იწყებს

12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების და სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტება - მომხდარის დეტალებზე მსჯელობას სპეციალური ჯგუფი იწყებს, რომელიც შსს-ს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებითაა დაკომპლექტებული.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქ ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს.  მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ ამის მაგალითი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო პოზიცია ჰქონდეს ხელისუფლებას და მათ გაიზიარონ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში რაიმეს ცვლილება შესაძლებელია,“-განაცხადა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა.

შეხვედრა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაგეგმილი. შესაძლოა  საუბარი "ბასიანისა" და სხვა კლუბების გახსნის შესახებაც შედგეს, რომლებიც უკვე ხუთი დღეა დაკეტილია და ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„ჩვენ გვაინტერესებს რატომ მოხდა კლუბში რეიდი, რა მიზნებს ემსახურებოდა ეს ყველაფერი, რატომ დააშინეს ხალხი. მე გეტყვით, რომ იქ პირველ წუთებში იქ მყოფ ადამიანებს ეს ეგონათ ტერორისტული აქტი. ეს იყო ფსიქოლოგიური ტერორიც სხვა ყველაფერთან ერთად და სრულიად უადგილო ოპერაცია,“-აცხადებს კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი ტატო გეთია.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ კლუბების ტერიტორიაზე სამართალდამცველებს ძალა არ გადაუმეტებიათ, გარე პერიმეტრზე მომხდარი კი შესწავლის საკითხია.

დღის ამბები