17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის რეფორმა - კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება

ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება. შეხვედრაზე ცნობილი გახდება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც საზოგადოების ნდობის მანდატით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.

16 მაისის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, რა კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით და რას უპასუხებს მათ ხელისუფლება.

„იმედს ვიტოვებთ იმისას, რომ შს მინისტრი იყო გულწრფელი თავის დაპირებაში და ვიტოვებთ იმის იმედს, რომ მივაღწევთ საბოლოო ჯამში იმ შედეგს რა შედეგისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. თავისუფლებას უპირველეს ყოვლისა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტი სოფიო კუჭავა.

ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება გუშინ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები