29 სექტემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზაჰესში - მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზაჰესში - გაჩერებულ ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. 

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები