12 მაისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციას და სამართალდამცავთა მხრიდან ძალაუფლების შესაძლო გადამეტების საკითხზე მსჯელობას სპეციალური ჯგუფი იწყებს.
სპეციალური ჯგუფი შს მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ შეიქმნა, რომელიც შს სამინისტროს წარმომადგენლებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრებით არის დაკომპლექტებული.
შეხვედრა დღეს გახარიას უწყებაში დღეს იგეგმება. პარალელურად კი, გუშინდელი შეთანხმების საფუძველზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე, მუშაობა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაიწყოს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ თუკი რაიმე დარღვევები იყო და რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი ეს გადაცდომები რეაგირების გარეშე დარჩეს. ამავდროულად, თუკი ეს გადაცდომები დაგეგმილი იყო უფრო მაღალ დონეზე და ეს კონკრეტული სამართალდამცველების დონეზე მიღებული გადაწყვეტილების სფეროს ცდებოდა ამაზეც იყოს რეაგირება“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროექტების კოორდინატორი, იურისტი გურამ იმნაძე.