17 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
„მხოლოდ ქართული“ ნანუკა მიქაძემ დატოვა

„რუსთავი2“-ის მეგა შოუ „მხოლოდ ქართული“ გუშინ ნანუკა მიქაძემ დატოვა.

აუტსაიდერთა რიგებში მასთან ერთად კონსტანტინე კარანაძე აღმოჩნდა. მისი ბედი ზუსტად ერთმა ქულამ გადაწყვიტა.

შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი საბა კემულარიას ჰყავს - ის უკვე მეოთხე კვირაა რეიტინგების ლიდერია, თუმცა ზარებისა და ჟიურის შეფასების დაჯამებით, საბა კემულარიამ და სოფო ბათილაშვილმა 95 ქულა დააგროვეს.

“მხოლოდ ქართულის“ სცენაზე, პირველად იმღერეს დუეტში - სოფო ნიჟარაძემ და გიორგი უშიკიშვილმა. შოუ, სწორედ მათი მუსიკალური ნომრით გაიხსნა.

მეგა შოუს გუშინდელი კონცერტი კი მთლიანად ქართულ ანიმაციას დაეთმო - კონკურსანტებმა ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციით შეასრულებს.

„მხოლოდ ქართულის“ მეხუთე კონცერტი რუსთაველის თეატრში მომდევნო ორშაბათს გაიმართება.„მხოლოდ ქართული“ გუშინ ნანუკა მიქაძემ დატოვა

დღის ამბები