17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ხუთ საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ხუთ საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ახმეტის სამ და საგარეჯოს ორ ბაღში უწყებამ გეგმიური ინსპექტირებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაწესებულებების სამზარეულოებში გაუმართავია სავენტილაციო სისტემა, რაც ჭერის დაობებისა და საკვებში დაბინძურებული ნაწილაკების მოხვედრის საშიშროებას ქმნის.

ახმეტისა და საგარეჯოს ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელების თქმით, სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა გამოყოფილია, თუმცა როდის დასრულდება პროცესი უცნობია.

დღის ამბები