17 მაისს საპატრიარქოს ინიციტივით ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება.
საგანგებო განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. სასულიერო პირები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, მსვლელობის დროს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.
„ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშირდება რაიმე აგრესიას, ჩვენ გვინდა ნამდვილ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე.
ამიტომ მივმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამდაგვარი განწყობები აქვს თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან.
გვინდა მივმართოთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ყოველგვარი აგრესიის გამოვლინება ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაც არ უნდა მომდინარეობდეს სწრაფად იქნას აღკვეთილი“- ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
მსვლელობა 11:30 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გავლით სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც პატრიარქი ოჯახებსა და გვარებს დალოცავს.
„სამების საკათედრო ტაძარში, ყველა მონაწილეს გადაეცემა ოჯახის დალოცვის ფურცელი, მისი უწმინდესობის ლოცვით. დაგეგმილია ძველი ტრადიციული ოჯახების ფოტო ალბომების გამოფენა“-განაცხადეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე.
პარალელურად 17 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან ტრანსფობიასა და ჰომოფობიას ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვაც იგეგმება. სასულიერო პირები სწორედ ამიტომ მოუწოდებენ სამართალდამცველებს, რომ მოქალაქეების უსაფრთხობა უზრუნველყოს.