17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად სასულიერო პირები მრევლს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მსვლელობით რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც საპატრიარქოში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თბილისის მთავარ გამზირს სწორედ ისინი დაიკავებენ.
მათგან რამდენიმე ასეულ მეტრში, კანცელარიასთან, სამოქალაქო აქტივისტები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციას გამართავენ.
დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე სასულიერო პირებმა სამართალდამცველებს მოუწოდეს დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება.
მათ განცხადებას დედაქალაქის მერმა უპასუხა.
კახი კალაძის თქმით, მობილიზებული იქნება ყველა შესაბამისი უწყება და ყველა მხარეს მიეცემა აზრის გამოხატვის უფლება.
„ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ყველას აქვს თავისი შეხედულებების გამოთქმის შესაძლებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია ამისთვის. ის, რომ ადამიანებს, გარკვეული დაჯგუფებებს, აქვთ თავისი შეხედულებები, ეს ნორმალური პროცესია. ეს არის დემოკრატია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ვერავის უფლებები ვერ შეიზღუდება,“ - განაცხადა კალაძემ.