17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
„შეტევა დემოკრატიაზე - ხედვა წინა ხაზიდან” - პრეზენტაცია ჰიბრიდულ საფრთხეებზე

"შეტევა დემოკრატიაზე - ხედვა წინა ხაზიდან" - ამ სახელწოდებით ტრანსატლანტიკური ინიციატივის ალიანსი დემოკრატიის დასაცავად პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პრეზენტაცია აშშ-ს რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მიერ არის ინიცირებული.

შეხვედრის მიზანია დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციაზე, ასევე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რუსული ჰიბრიდული ომის შემაკავებელი საშუალებების გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

„მთელი მსოფლიო, ნაწილი რუსეთის აგრესიის და ნაწილი ჰიბრიდული ომის ქვეშ იმყოფება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს დემოკრატიის გაძლიერების და განვითარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საქართველო არის, ასე ვთქვათ, ფრონტისპირა ქვეყანა,“ - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.

ინიციატივა ალიანსი დემოკრატიის დასაცავად დირექტორის, ლაურა როსენბერგერის, თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საფრთხეებს, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

„ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ზოგადად დემოკრატიას უქმნის და ასევე, განვიხილეთ ის საპასუხო ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია ერთობლივად გადავდგათ აღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად,“ - ლაურა როსენბერგერმა.

კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკა რურუამ.

„თავდაცვის მექანიზმზეა ლაპარაკი, რომელსაც ერთად შევიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ეს ორ პარტიული ინიციატივა, რომელსაც ამერიკის კონგრესი უჭერს მხარს, ითვალისწინებს ამ კონკრეტული მეთოდების იდენტიფიცირებას და შემდეგ მათ წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების დანერგვას და ამაში დახმარებას,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

დღის ამბები