17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის სამინისტრო ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასახვეწად ახალ კამპანიას იწყებს. თეა წულუკიანის უწყება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მონაცემების დაზუსტების მიზნით, პირადობის მოწმობებს 15 მაისიდან უფასოდ გასცემს.

საზღვარგარეთის პასპორტებზე ფასდაკლების აქცია გავრცელდება. დოკუმენტის აღება 50 დოლარად იქნება შესაძლებელი.+

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება.

„მომდევნო სამი თვის განმავლობაში ყველას შეეძლება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უფასოდ მიიღოს პირადობის მოწმობა და არჩევნების დღეს მის შესახებ ჩვენ ვფლობდეთ დაზუსტებულ მონაცემს და საარჩევნო უფლების რეალიზაცია მოხდეს დაუბრკოლებლად მათი მხრიდან და თუკი მათ აქვთ სურვილი, რომ აიღონ ბიომეტრიული პასპორტი, მას აიღებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები