17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ის, ვინც არ არის ფხიზლად და ჩათვლემს დემოკრატიაში, ავტორიტარიზმში გაიღვიძებს და ამის საფრთხის წინაშე ვართ - ანა ნაცვლიშვილი

„ხელისუფლების ნაწილში არის მიზანმიმართული აღფრთოვანების ფრომოუშენი და თითქოს გახარებული უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ავიცილეთ,“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის განცხადებას, რომლებმაც „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციაზე შს მინისტრის ბოდიში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებად შეაფასეს.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, საგამოძიებო უწყება ბოლო დღეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სიტუაციის ესკალაცია მომხდარიყო და მერე მისი მეთაური გამოვიდა და ბოდიში მოიხადა.

„და ამისთვის მადლობები უნდა ვიხადოთ, თურმე, ადამიანებმა,“ - განაცხად ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე "საშიში პროპაგანდის მანქანა" უწოდა სოციალურ ქსელში „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის მონაწილეების მიმართ გამოთქმულ დისკრედიტაციის ფაქტებს.

„ზოგს არ მოსწონდა, ეს ადამიანები როგორ გამოიყურებოდნენ, ზოგს თმის ვარცხნილობა არ მოსწონდა და ა.შ. ეს არის ძალიან საშიში სატყუარა. ნუ ჩაყვებით ამ სატყუარას, ეს ძალიან ვერაგი თამაშია. ასე იწყებენ ხელისუფლებები ადამიანის უფლებების თანდათან წაღებას,“ -განაცადა ანა ნაცვლიშვილმა.  

ის ასევე გამოეხმაურა კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებას და აღნიშნა, რომ თავად ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზანი სწორია, თუმცა, არა ამ ფორმებით. მისი თქმით, დაირღვა  იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია უკანონო ქმედებასთან.

„დემოკრატია და ადამიანის უფლებები ერთ ღამეში არსად არ მთავრდება. თანდათან ხდება ჩამოცლა და გამოშიგვნა და ის, ვინც არ არის ფხიზლად და ვინც ჩათვლემს დემოკრატიაში, ავტორიტარიზმში გაიღვიძებს და ამის საფრთხის  წინაშე ვართ ჩვენ,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები