ნარკოპლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრაზე კონკრეტული მოთხოვნებით მისვლას გეგმავს სამოქალაქო სექტორი, რაც ნარკოპლიტიკის ლიბერალიზაციას შეეხება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრის დასწრებასაც ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროსთან პირდაპირ კავშირშია. პირველი სამუშაო ჯგუფი გუშინ შეიკრიბა - განიხილეს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები.