საპარლამენტო სესიაზე მანდატურების შესახებ რეფორმა პირველი მოსმენით გადის.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის მთავარ მიზნადაც სკოლის უსაფთხოება სახელდება, მანდატურს ეჭვის საფუძველზე მოსწავლის ზედაპირულად შემოწმების უფლება ეძლევა.
გარდა ამისა, ცვლილება სათვალთვალო კამერების სკოლების გარე პერიმეტრზე დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.
დღესვე დეპუტატები პირველი მოსმენით იმსჯელებენ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსსა და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადებაზე.