თბილისის ბიუჯეტს 30 მილიონი ლარი დაემატება. შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის მიღებული თანხა თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და სპორტულ გამაჯანსაღებელ ობიექტებს მოხმარდება.
ახალი ინიციატივის შესახებ გუშინ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა.
რამდენ მილიონს დახარჯავს სახელმწიფო ახალი ინიციატივის განხორციელებაზე ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება.