თეოლოგები რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოში წარმომადგენლის გამოგზავნას საქართველოს აფასებენ. მათი აზრით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი რუსული ეკლესიის გავლენის გაძლიერება იქნება.
„არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია დღეს, ნებისმიერი ამ ტიპის ინიციატივას შევხედოთ ჩვენ პოზიტიური მოლოდინით. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც რუსეთის ეკლესია საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ იმაგრებს იმისთვის, რომ მან ალტერნატიული შესაძლებლობები გააჩინოს სხვადასხვა მისიისთვის თუ ინტერესების განსახორციელებლად, რომელიც მას საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია,“- განაცხადა თეოლოგმა, ლადო ნარსიამ.
ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში ჩამოდის. გადაწყვეტილება პატრიარქმა კირილმა და სინოდის წევრებმა 14 მაისს მიიღეს და უკვე ცნობილია, რომ ალექსანდროვს საქართველოში რუსულენოვანი მრევლისთვის საეკლესიო მსახურების გარდა, რუსეთის საპატრიარქოს პოზიციების დაცვაც დაევალება.