სოციალურ ქსელში განხორცილებული მუქარის და შეურაცხყოფის გამო, ანა სუბელიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე გადაცემა "არჩევანში" გაკეთებული განცხადების საფუძველზე აღიძრა.
ანა სუბელიანმა გუშინ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციების დროს, მისი აქტიურობის გამო, მას და მის მცირეწლოვან შვილს ემუქრებიან.