ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები საქალაქოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. უფლებადამცველებმა განცხადება უკვე შეიტანეს. ადვოკატების მტკიცებით, პირველმა ინსტანციამ, მათ მიერ წარმომადგენელი მტკიცებულებები აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა და იმედოვნებენ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება განსხვავებული იქნება.
„მიუხედავად პროკურატურის მხრიდან დაუსაბუთებელი არგუმენტების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელითაც არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა გირაოს საკითხთან დაკავშირებით, ამდენად ვიყენებთ საპროცესო შესაძლებლობას და ვასაჩივრებთ აღნიშნულს თბილისის სააპელაციო სასამართლოში,“ - განაცხადა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.
დაკავებულებს დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-გაყიდვაში ედებათ ბრალი, რაც 20- წლამდე პატიმრობას გულისხმობს.