საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გრძელდება. ადვოკატმა ბექა ბასიალიამ მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში და ხშირად უადვილებდა პასუხის გაცემას.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღეს მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს, რომელმაც ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის წაუყენეს.
„ჩვენ გვექნება მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ წინა პროცესზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა აბსოლუტურად ტენდენციურად და აბსოლუტურად მიკერძოებულად აწარმოა და წარმართა სხდომა. ის მოწმეებს პასუხებს ფაქტობრივად კარნახობდა, ის ბრალდების მხარეს, ფაქტობრივად, პოზიციების ფორმულირებაში ეხმარებოდა და წინასწარ გამოთქვამდა შეფასებებს მოცემული ჩვენების მიმართ,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.