17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების გამო სახლს ბზარები გაუჩნდა - დაზარალებული ჯახი დახმარებას ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების გამო დაზარალებული ჯახი, დახმარებას ითხოვს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მცხოვრები ქამაშიძეების ახლად აშენებულ სახლს ბზარები გაუჩნდა.

ასწლოვანი ევკალიპტების გადასატანად დროებითმა გზამ ბეტონის ფილებისგან, სწორედ მათ სახლთან გაიარა, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო კი სახლის ორივე სართულის კედლები დაიბზარა.

ქამაშიძეების ოჯახის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიიდან ათეულობით ასწლოვანი ევკალიპტის გადატანა იგეგმება და შიშობენ, რომ ამის გამო სახლი კიდევ უფრო დაზიანდება.

„არც ერთი კომპანია, არც ერთი სუბიექტი, რომელიც ახორციელებს კონკრეტული სახის სამუშაოებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არც ერთი არ გაურბის იმას, რომ თუკი დადგინდება, რომ ის მიზეზობრივი კავშირი, რომ თუკი კონკრეტული სახის ზარალი გამოწვეულია კონკრეტული სახის სამუშაოების შესრულების შედეგად, ყველა სუბიექტი აცხადებს მზაობას იმის შესახებ, რომ აანაზღაურონ,“ - განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ.

დღის ამბები