17 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შემოქმედებითი ცენზურა - პარლამენტმა შესაძლოა სასამართლოს წიგნის, სპექტაკლისა და ფილმის აკრძალვის უფლება მისცეს 

პარლამენტმა შესაძლოა, ცენზურა დააკანონოს. საპარლამენტო უმრავლესობიდან ორი დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები სასამართლოს უფლებას აძლევს, ნებისმიერი წიგნი, სპექტაკლი და ფილმი აკრძალოს.

პორნოგრაფიის პროპაგანდა ერთ-ერთია იმ ჩამონათვალშია, რომლის შემოქმედებაში გამოყენებაც რეჟისორს, მწერალს, მხატვარს ან სხვა ხელოვანს ნაწარმოებზე ყადაღის დადებად დაუჯდება. თუმცა მანამდე თავად მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს რა არის პორნოგრაფია და რა არა, რადგან ამ მიმართულების განმარტება არ არსებობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ორმა დეპუტატის, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით, შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს აღვივებს, ომსა და ძალადობას ქადაგებს, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას, უნდა აიკრძალოს.

რეჟისორი, შოთიკო კალანდაძე აცხადებს, რომ პროექტი, რომლის კანონად დამტკიცებას პარლამენტი გეგმავს, მისი შემოქმედებისთვის დიდი დარტყმაა.

ხელისუფლების მხრიდან პოსტსაბჭოთა ტრადიციის გაგრძელებაზე საუბრობს მწერალი, ლაშა ბუღაძე.

მწერალი, ერეკლე დეისაძე კი რომლის ნაწარმოების გამოც საპატრიარქო ხელისუფლებას მოსახლეობის უხამსობისგან დასაცავი კანონის მიღებისკენ წლების წინ მოუწოდებდა ამბობს, რომ ეს დაკვეთა მმართველმა გუნდმა ახლა შეასრულა.

მხატვარი, ლია უკლება მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რელიგიურ წნეხს ვერ უძლებს და ამის გამო ხელოვანების შემოქმედებაში უხეშად ერევა. 

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნათელი დადასტურება.

დღის ამბები