17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"ბასიანის" კონცერტები ჩინეთსა და აშშ-ში - ანსამბლი გრანდიოზული ტურნესთვის ემზადება

საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ გრანდიოზულ საგასტროლო ტურნეს იწყებს.

პირველი ქვეყანა, სადაც ანსამბლი ჩავა  ჩინეთია. „ბასიანი“ "მსოფლიო მუსიკის გამოფენის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას, გამართავს რამდენიმე სოლო კონცერტსა და ვორკშოფს.

ჩინეთის შემდეგ ანსამბლი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იმღერებს. მათშორის ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტსა“ და  ნიუ-იორკის გაეროს სათაო ოფისში, სადაც  სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური მიწვევით, ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძის მუსიკალური პროექტი „Georgian Overtones” შესრულდება.

„ბასიანი“ კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2000 წელს შეიქმნა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.

ანსამბლი "ბასიანი" თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია და პატრიარქის მიერ ყოველ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. 

დღის ამბები