17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
არ გვინდა ქართველებმა იარონ დახეული ჯინსებით, გამოგლეჯილი შარვლებით - ოჯახის სიწმინდის დასაცავად გამართული აქცია დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დასაცავად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ისინი საქართველოს პატრიარქმა უკვე დალოცა. შესაბამისად მსვლელობა დასრულებულია.

საგანგებოდ ამ დღისთვის 40 ეპარქიიდან მრევლი ავტობუსებით ჩამოიყვანეს. მსვლელობა დაახლოებით 12:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყო და მრევლმა დედაქალაქის ყველა ცენტრალური მოედანი გაიარა. აქციას შეუერთდა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო. აქციის მონაწილეები კი დღეს ტრადიციული ქართული სამოსით მივიდნენ მსვლელობაში მონაწილების მისაღებად. ისინი მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ ტრადიციული სამოსი ატარონ.

„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, ეს მნისვნელოვანია ნებისმიერი ქართველისთვის, რომლისთვისაც ოჯახი ძვირფასი არის. დანარჩენ საქართველოს ვეუბნებით, თუნდაც ჩვენი ფორმით, რომ გვინდა, რომ ასე იარონ ქართველებმა და არა დახეული ჯინსებით, გამოგლეჯილი შარვლით“- ამბობს აქციის მონაწილე ქეთევან ირემაშვილი.

დღის ამბები