17 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
რა თქმა უნდა, ოჯახური სიწმინდე შეირყა... - მეუფე შიო განქორწინების სტატისტიკას კატასტროფულსა და საგანგაშოს უწოდებს

„ოჯახი, ოჯახური ცხოვრება და სიწმინდე არის ადამიანებისთვის მთავარი გზა, თუ გნებავთ, ზეცად ამაღლებისთვის“- ასე მიმართა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღის დასაცავად აქციაზე მისულმა მეუფე შიომ.

პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ოჯახური სიწმინდე და ზოგადად ოჯახის ცნება შეირყა სხვადასხვა ქვეყნებში დაკანონებული არატრადიციული ქორწინებებით.

„რა თქმა უნდა შეირყა, იმიტომ რომ ჩვენ ტოტალურად გვესმის სხვადასხვა ქვეყნებში ანტიოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, დაკანონება. ჩვენ ქვეყანაშიც, მათ შორის, გაშორებების სტატისტიკა არის კატასტროფული და ეს საგანგაშო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს შევინარჩუნოთ და ავაღორძინოთ“-ამბობს მეუფე შიო.

დღის ამბები