სამართალდამცველებმა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრი გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანა. ფალავანდიშვილი მსვლელობაში მონაწილეობდა, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მართავენ.
ე.წ. ქართული მარშის წევრის დაკავებას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია ოთხი პირი, სამი კი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მათ შორის არიან გია კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა, ასევე ე.წ. "ქართული მარშის" წევრები.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.